ახალი ამბები

MAIKA.GE პროექტის " წერექართულად " პარტნიორია!
MAIKA.GE პროექტის " წერექართულად " პარტნიორია!
07 ოქტომბერი , 2015

MAIKA.GE პროექტის " #წერექართულად " პარტნიორია. 

#წერექართულად ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას და ენის, როგორც ეროვნული ფასეულობის დაცვასა და განვითარებას ემსახურება. იგი რამდენიმე წამოწყებას აერთიანებს, კერძოდ, ელექტრონულ მოწყობილობებში ქართული ანბანის პოპულარიზაცია, ახალი ფონტების შექმნა, ლექსიკონების გამდიდრება, ენის გათავისუფლება პარაზიტი სიტყვებისგან და ა.შ.

პროექტის მხარდამჭერებს შეუძლიათ შეუკვეთონ გრაფიკული არტისტების და დიზაინერების მიერ სპეციალურად შექმნილი მაისური, გახდნენ ქართული ენის კეთილი ნების ელჩი და თანამონაწილეობა მიიღონ საქველმოქმედო პროექტში, რომლის ფარგლებშიც თიბისი ბანკი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ქართული წიგნებით დაასაჩუქრებს.

პროექტისათვის მაისურების დამზადებასა და მიწოდებას MAIKA.GE ახორციელებს. პროექტის პრეზენტაციაზე, რომელიც 17 სექტემბერს "არტარეას" ეზოში  გაიმართა, AUTOMAIKA.GE-მ მოწვეულ სტუმრებს ადგილზე დაუმზადა მაისურები თემატური დიზაინით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

top_news