ჩვენ შესახებ

Maika.ge  დაარსდა 2009 წელს, როდესაც შევნიშნეთ არსებული პრობლემა ბაზარზე: არ არსებობდა მომსახურება, სადაც მომხმარებელს შეეძლო საკუთარი დიზაინის მაისურის სწრაფად და ადვილად დამზადება.

ამ გამოწვევამ ჩვენ შემოქმედებითად აზროვნებისკენ გვიბიძგა – დაარსდა პირველი ონლაინ სერვისი საქართველოში, სადაც მომხმარებელი ვებ-გვერდზე ატვირთავდა სასურველ ნახაზს, ხოლო კომპანია ამზადებდა მის მიხედვით მაისურს.

იდეის განხორციელების წარმატებამ განაპირობა მომხმარებელთა რიცხვისა და მოთხოვნის სწრაფი ზრდა. ეს კი გახდა საფუძველი კომპანიის გუნდის, ტექნოლოგიური ბაზისა და გამოცდილების ზრდისა.

რამდენიმე წლის შემდეგ დავიწყეთ ადგილობრივი წარმოება, რათა უფრო ეფექტურად დაგვეკმაყოფილებინა ბაზრის მოთხოვნები.

 დღეს maika.ge არის ინოვაციური, დინამიურად მზარდი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მომხმარებლის მოლოდინების გადაჭარბებაზე.ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტულია მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაცია, მათი საჭიროებების გაგება და ინდივიდუალური მიდგომის შეთავაზება. ვცდილობთ შევქმნათ მაღალი ნდობა და გრძელვადიანი ურთიერთობა მათთან ხელმისაწვდომ ფასად. 

ჩვენი პარტნიორები